ალაბამას შტატში მიიღეს კანონი, რომელიც აბორტებს კრძალავს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 12:32
ალაბამას შტატში მიიღეს კანონი, რომელიც აბორტებს კრძალავს

ალაბამას შტატში მიიღეს კანონი, რომელიც აბორტებს თითქმის სრულად კრძალავს, მათ შორის აკრძალვა ვრცელდება ინცესტისა და გაუპატიურების შედეგად ორსულობის შეწყვეტაზეც. თუ დოკუმენტს ხელს გუბერნატორი მოაწერს, ამ საკითხზე აშშ-ში ეს ყველეზე მკაცრი აკრძალვა იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, აბორტი დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

კანონს შტატის სენატის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 6 კი წინააღმდეგი იყო.

პროცედურულად დოკუმენტი გუბერნატორს კეი აივის გადაეგზავნება. ჯერჯერობით მას თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გუბერნატორი ქალი აბორტების დიდი მოწინააღმდეგეა.

აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მსგავსი აკრძალვების დაწესებას, ამბობენ, რომ კანონის წინაააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, როდესაც აშშ-ში აბორტი დაკანონდა.

ტეგები