"ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით” - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 13:04
"ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით” - ნიკა გვარამია

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამასობაში, ევროვიზიაზე მორიგ ჯერზე “გავპაზორდით”. სრულიად პროვინციალური, გულისამრევად ცუდი (მუსიკალურადაც და კონცეპტუალურადაც) და ქაჯური ნომრით წარვდექით. თან უკვე მერამდენედ ვაჩვენებთ სრულიად ფარჩაკ სახეს მსოფლიოს. და მერამდენედ ვერ გადავდივართ ფინალში. ამ დროს, გამორჩეული მუსიკის ქვეყანა ვართ, დანამდვილებით. თან ავთენტური, თან ძალიან ევროპული მუსიკის. და ამათ ცუდი მუსიკის და გოიმური ჰარმონიების ბღავილი გონიათ ავთენტურობა.

ერთი ცესკოს თავმჯდომარეა სამარცხვინო ბოძზე გასაკრავი და მეორე ამ საშინელებებს ვინც აგზავნის და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არცხვენს ყველაზე მრავალრიცხოვან საერთაშორისო ფორუმზე - ის!", - წერს გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ კონკურს "ევროვიზიაზე" საქართველოს წამომადგენელი, ოთო ნემსაძე ფინალში ვერ მოხვდა.

ტეგები