ქობულია: სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 14:03
ქობულია: სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია დეპუტატებს ხვდება. ანგარიშის წარდგენისას ყოფილმა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდაზე.

„რამდენად ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს და არავისთვის არ არის ეს გასაკვირი, რომ სახელმწიფო კომპანიები დღესაც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს და, სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტიანი, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს.

კორპორატივიზაციისა და სახელმწიფო კომპანიების, ნაწილობრივ მაინც, პრივატიზაციის გარეშე, სტრატეგიული ინტერესი უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ“,- განაცხადა ქობულიამ.

ქობულია საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით მივიდა. დღის წესრიგით ქობულია ჯერ პარლამენტის წევრებს რვათვიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართვას, შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

liberali.ge
 

ტეგები