„ფეისბუქ ლაივის“ გამოყენება შეიზღუდება
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 14:29
„ფეისბუქ ლაივის“ გამოყენება შეიზღუდება

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ „ლაივის“ გამოყენებას შეზღუდავს. კომპანიის მესვეურთა განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში თავდასხმებს უკავშირდება, რა დროსაც თავდამსხმელმა „ფეისბუქის ლაივით“ გამოიყენა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული „ლაივის“ ფუნქციის გამოყენება შეეზღუდებათ მომხმარებლებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ დარღვეული სოციალურ ქსელში ქცევის წესები.

საწყის ეტაპზე ასეთ მომხმარებლებს „ფეისბუქის“ „ლაივის“ ფუნქციის გამოყენება მხოლოდ დროებით არ შეეძლებათ. ამასთან, რა ვადით იმოქმედებს შეზღუდვა და რა კონკრეტული ქმედებებისთვის შეიძლება დაეკისროს მომხმარებელს აღნიშნული სანქცია, უცნობია.

 

ტეგები