პროკურატურის მიერ 2018 წელს დაზარალებულად ცნობილ 32 პირს 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 14:46
პროკურატურის მიერ 2018 წელს დაზარალებულად ცნობილ 32 პირს 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა

საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 24 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო დაზარალებულად 32 პირი ცნეს. 

უწყების ცნობით, შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, დაზარალებულად ცნობილ პირებს აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ დაახლოებით 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება.


ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 14 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. მათ შორის ექვსი მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს.

აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ.

ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამამართლებელი განაჩენი 40 პირის მიმართ გამოიტანეს, რომელთაგანაც 12 ატარებდა პოლიტპატიმრის, 1 კი პოლიტდევნილის სტატუსს.

ტეგები