ქუჩის კალათბურთის ტურნირი „მთაწმინდის თასი 3X3“ ჩატარდა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 15:43
ქუჩის კალათბურთის ტურნირი „მთაწმინდის თასი 3X3“ ჩატარდა

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი - „მთაწმინდის თასი 3X3“ ჩატარდა.

სპორტული ღონისძიება, რომელშიც რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გამგეობის ორგანიზებით მოეწყო. ტურნირში 8 გუნდი ასპარეზობდა. საპრიზო ადგილები თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 51-ე საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.

გამარჯვებულებს გამგეობის წარმომადგენლებმა თასი, სიგელები, მედლები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

ტეგები