გიორგი ქობულია: ზედმეტად პრინციპული აღმოვჩნდი
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 16:13
გიორგი ქობულია: ზედმეტად პრინციპული აღმოვჩნდი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ის ზედმეტად პრინციპული აღმოჩნდა და ყველას უნდა სცოდნოდა, რომ არ დაუჭერდა მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ ესმის. ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

"აღმოვჩნდი ზედმეტად პრინციპული. ყველას უნდა სცოდნოდა, რომ არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მესმის. ეს არ იყო ერთი-ორი გადაწყვეტილება, ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესები. ამაზე მეტის თქმა მიჭირს.

ბევრზე უკეთ მესმის აღქმა საქართველოს მმართველობითი წესების. არაფორმალური თამაშის წესებზე მქონდა ღია მოლაპარაკება თანამდებობაზე დანიშვნამდე, მქონდა შეთანხმება, რომ არ ვიმუშავებდი სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ახლა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ისმენს, მანამდე კი გიორგი ქობულიამ მისი ხედვები გააცნო კანონმდებლებს, შემდეგ კი იმ მიმართულებებზე ილაპარაკა, რაშიც მთავრობას არ ეთანხმება და პრობლემებს ხედავს. 

imedinews.ge

ტეგები