"ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას" - სოფო ნიჟარაძე
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 16:55
"ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას" - სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე, "რუსთავი2"-ის დირექტორის პოსტს ეხმიანება, სადაც ნიკა გვარამია ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წამომადგენლის, ოთო ნემსაძის მიერ სესრულებულ სიმღერაზე საუბრობს.

"სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით არა", - წერს ნიჟარაძე.

ტეგები