რომან კაკულია აპირებს, ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში გიორგი ქობულია ჩართოს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 17:40
რომან კაკულია აპირებს, ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში გიორგი ქობულია ჩართოს

“როდესაც ყოფილი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლა დაანონდა, მქონდა ეჭვი, რომ საქმიან საუბარზე მეტად იქნებოდა, პოლიტიკური ნაწილი, რაც უბრალოდ, არ მაინტერესებდა“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ bm.ge-ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ დღეს ქობულიას საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენდა და მათ შორის არ იყო რომან კაკულია.

კაკულიას თქმით, მან დასაწყისში ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართულ ღინისძიებას მიამსგავსა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ის არ მივიდა.

“ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული ღონიძიება დავინახე... თუ შევცდი არც ეგ არაა პრობლემაა. რაც მე მაინტერესებდა, იმას არ ველოდი ამ შეხვედრაზე, თუ ჩემი ვარაუდი სწორი არ აღმოჩნდა, რა ვქნა? ე.ი. შევცდი. ქობულიას მიმართ მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება მაქვს. მე მინდა ეკონომიკური პოლიტიკის ფართომაშტაბიანი დოკუმენტის მომზადება დავიწყო დონორების ჩართულობით და პირველი, ვისაც მივმართავ გიორგი ქობულია იქნება, თუ მასაც ექნება ამის სურვილი”, - აცხადებს კაკულია.
ცნობისთვის: დღეს გიორგი ქობულია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიწვევით მივიდა, სადაც 8-თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და შემდეგ დეპუტატების კითხვებისაც უპასუხა. 

bm.ge

ტეგები