დაძაბული ვითარება ზუგდიდში - პოლიციამ საკრებულოს შესასვლელი კარი ჩაკეტა
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 18:10
 დაძაბული ვითარება ზუგდიდში - პოლიციამ საკრებულოს შესასვლელი კარი ჩაკეტა

ზუგდიდში ისევ ხმაურია - ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევთ.

ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

"რუსთავის2"-ის ინფორმაციით, „კურიერის“ ოპერატორი საკრებულოს შენობნაში იმყოფება, მას გარეთ არ უშვებენ, ჟურნალისტს კი შენობაში არ უშვებენ.

ტეგები