საბერძნეთში ქართველი ქალი გაგუდეს
ამობეჭდვა · 15 / 05 / 2019 18:31
საბერძნეთში ქართველი ქალი გაგუდეს

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი, სავარაუდოდ, გაგუდეს. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

მეზობლები ყვებიან, რომ ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.

საქმის გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.

ტეგები