ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას - ზაზა გაბუნია
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 13:31
ზუგდიდში წელს ასობით დევნილი მიიღებს საცხოვრებელ ბინას - ზაზა გაბუნია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულა. 

„ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დევნილთათვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.