ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა - პროკურორი
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 13:35
ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ იაგო ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა - პროკურორი

გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზით მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მი­მართ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა დას­ტურ­დე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­დგე­ნი­ლია იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან წაშ­ლი­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­თან ნე­ბი­ე­რი­ძის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბას ადას­ტუ­რებს.

გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი ნე­ბი­ე­რი­ძე სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და, თუმ­ცა, და­კა­ვე­ბამ­დე ფოტო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი წა­შა­ლა. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში ჩა­ნა­წე­რი სრუ­ლად აღად­გი­ნეს.

 

იხილეთ სრულად