კომუნალური გადასახადები TBC Pay-ზე
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 14:47
კომუნალური გადასახადები TBC Pay-ზე

 

თუ თქვენ კომუნალური გადასახადები გაქვთ გადასახდელი ან მხოლოდ მიმდინარე დავალიანების ნახვა გსურთ, ამისათვის ბანკის გრძელ რიგში დგომა საჭირო აღარ არის. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ყველანაირი გადასახადის სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გადახდა გახადა შესაძლებელი.

კომუნალურების გადახდა TBC Pay-ის ვებგვერდზე მარტივი და მოსახერხებელია. ამისათვის არაა საჭირო ნაბეჭდი ქვითრის მოსვლას დაელოდოთ, აბონენტის ნომრის შეყვანისთანავე ეკრანზე იხილავთ გადასახდელი თანხის რაოდენობას. რაც მთავარია, საშუალება გაქვთ დაზოგოთ დრო და ყველაფერი ერთ სივრცეში გადაიხადოთ. აქ 40-მდე სხვადასხვა კომპანიის სერვისის გადახდა შეგიძლიათ. მომხმარებლისთვის ძიების გასამარტივებლად, კომუნალური სერვის-კომპანიების ოთხი კატეგორიაა შექმნილი - ელ. ენერგია, დასუფთავება, წყალი და ბუნებრივი აირი.

TBC Pay-იზე კომუნალურების გადახდის სერვისით სარგებლობა ნებისმიერი საბანკო ბარათის მფლობელს შეუძლია. ვებგვერდზე კომუნალური დავალიანების დაფარვა რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა რეგისტრირებულ მომხმარებლებს დამატებითი უპირატესობებით სარგებლობა შეუძლიათ, მათ შორის:

·        შექმნან გადასახადების შაბლონი და გადახდის პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივონ

·        ამობეჭდონ ნებისმიერი გადასახადის ქვითარი

·        დაამახსოვრონ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდონ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა

·        გადახდების ისტორიაში ნახონ ყოველი ტრანზაქცია და ამ გზით უკეთ აკონტროლონ დანახარჯები

TBC Pay ვებგვერდით სარგებლობის კიდევ ერთი უპირატესობა ბარათის საკომისიოს გარეშე გადახდაა. ამისათვის საჭიროა შეავსოთ ელექტრონული საფულის ბალანსი და გადაიხადოთ სერვისები ბარათის საკომისიოს გარეშე. ელექტრონული საფულით სარგებლობა რეგისტრირებული მომხმარებლებისთვისაა ხელმისწავდომი.

გარდა ამისა, პლათფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კომუნალური გადასახდების დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების სერვისით. ამის დახმარებით, თქვენ არ მოგიწევთ კალენდარში გადახდის ბოლო დღის ჩანიშვნა და არც გადაუხდელობის გამო სერვისის მოულოდნელად გათიშვის პრობლემას შეეჩეხებით.

კომუნალური გადასახადების გადახდა კომფორტული და სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს. TBC Pay-ის ვებგვერდზე ამისათვის ყველაა პირობაა შექმნილი - მარტივი ინტერფეისი, მოსახერხებელი ნავიგაცია, გადასახადის სწრაფი და მომენტალური ასახვა მიმზიდველია ყველა მომხმარებლისთვის.