“იმედის” დირექტორად ივანიშვილის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 18:10
“იმედის” დირექტორად ივანიშვილის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი დაინიშნა

ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.

მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. მოგვიანებით კი ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ტელეკომპანია „მზეში“ მუშაობდა.

“იმედის” გენერალურ დირექტორად ამ დრომდე რჩება გიორგი ბახტაძე.