ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ამობეჭდვა · 16 / 05 / 2019 20:09
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.

​დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.