დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 10:12
დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული უკვე მეოთხედ იმართება.

წელს ეროვნული სამოსის დღე 30-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება, მათ შორის ფერეიდანსა და მილანშიც. მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მოეწყობა.

ეროვნული სამოსის დღის ბოლოს, 19:00 საათზე, ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება. 

ტეგები