მთვრალმა გურჯაანელმა კაცმა მეზობელს ყური მოაჭამა
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 11:25
მთვრალმა გურჯაანელმა კაცმა მეზობელს ყური მოაჭამა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს ყური მოაჭამა. როგორც „სპექტრი“ იუწყება, მოძალადე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მამაკაცი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ უკვე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: resonancedaily.com

ტეგები