ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 15:12
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. 18 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +34, +39, სანაპირო რაიონებში +30, +35, მთაში +31, +36, მაღალმთაში +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს.

19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, შედარებით აგრილდება, ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს.

18-19 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 20 მაისს კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს +30, +35, ხოლო 20 მაისს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +30, +32, ხოლო 20 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.

ტეგები