ზელენსკი უმაღლესი რადას დათხოვნას აპირებს
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 15:18
ზელენსკი უმაღლესი რადას დათხოვნას აპირებს

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ინაუგურაციის დღეს, 20 მაისს ხელს მოაწერს ბრძანებას საკანონმდებლო ორგანოს - უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ. ინდფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბრძანების პროექტის მიხედვით, პარლამენტის დათხოვნის მიზეზად დასახელებულია 2016 წელს პარტიების  "Батькивщина"-სა და "Самопомощи"-ს გასვლა მმართველი კოალიციიდან. ასევე აღნიშნულია, რომ "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" და "სახალხო  ფრონტი" დეპუტატების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს არ აღწევს.

ზელენსკის პარტიის იდეოლოგმა, პუსლან სტეფანჩუკმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტის გუნდი განიხილავს საკითხს პარლამენტის ვადამდელი დაშლის შესახებ, რაც პრეზიდენტის პირველი ქმედება იქნება.

17 მაისს პარტია "სახალხო ფრონტმა" უმაღლესი რადას მმართველი კოალიცია დატოვა, რის შემდეგაც ის დაიშალა. უკრაინის კანონმდებლობით, ახალი კოალიციის შექმნისთვის დეპუტატებს 30-დღიანი ვადა აქვთ.

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს უმაღლესი რადას ვადამდელი დაშლის უფლება აქვს საპარლამენტო არჩევნებამდე არანაკლებ 6 თვით ადრე. მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტის სხვადასხვა თარიღი ვრცელდება, მათ შორის 27 ნოემბერი და 14 დეკემბერი.

ტეგები