"ოცნების" დეპუტატის სკანდალური ჩანაწერი - ბაადურ რაფავა, რომელმაც გია დანელია ფარულად ჩაწერა, გაუჩინარდა
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 16:07
"ოცნების" დეპუტატის სკანდალური ჩანაწერი - ბაადურ რაფავა, რომელმაც გია დანელია ფარულად ჩაწერა, გაუჩინარდა

ადამიანი, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატი ფარულად ჩაწერა, გაუჩინარებულია. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

"კურიერის" ინფორმაციით, სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბაადურ რაფავა სახლიდან ძალოვანებმა წაიყვანეს და აიძულებდნენ ერთ-ერთი სატელევიზიო არხის კამერის წინ ეთქვა, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია.
მათივე ცნობით, ასეთი ჩანაწერი ღამით გაკეთდა, ამის შემდეგ კი რაფავა დაიკარგა.

საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასაჯაროებულ ფარულ ვიდეომასალას, სადაც ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ჰყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 პროცენტზე მეტი და ამ ამ მიზნის მისაღწევად, "ოცნების" ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან".

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.
 

ტეგები