სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 18:43
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლეს

სომხეთის ექსპრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ერევანში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

როგორც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს თავდებში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მოქმედი და ყოფილი ლიდერები, ბაკო სააკიანი და არკადი გუკასიანი დაუდგნენ. მათ რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სახით ერთი მილიონი სომხური დრამი გადაიხადეს და პირობა დადეს, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი გამოძიებას და სასამართლო პროცესს არ გაექცევა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ქოჩარიანი სომხეთს 1998- 2008 წლებში მართავდა. მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ედავებიან.

ტეგები