თელავის სოფელ ლეჩურში კაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 23:05
თელავის სოფელ ლეჩურში კაცის ცხედარი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს. "იმედინიუსის" ინფორმაციით, 80 წლამდე კაცს სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარე სტორში ჩავარდა.

გარდაცვლილი შემთხვევითმა გამვლელებმა იპოვეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 

ტეგები