შვარცენეგერს თავს დაესხნენ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 18 / 05 / 2019 23:51

სამხრეთ აფრიკაში ამერიკელ კინოვარსკვლავს, არნოლდ შვარცენეგერს თავს დაესხნენ.ინციდენტი სპორტულ ღონისძიებაზე მოხდა.

71 წლის კლიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სტადიონზე ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც უცნბი მამაკაცი მას ზურგიდან მიეპარა და დაარტყა.

როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თავდამსხმელი შვარცენეგერის დაცვის წევრებმა დაიჭირეს. ის მოგვიანებით პოლიციას გადასცეს.

შემთხვევის შემდემ შვარცენეგერმა როგორც განაცხადა, მან მხოლოდ ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ გააცნობიერა, რომ მას დაარტყეს, მანამდე კი ეგონა, რომ ხალხის ნაკადში დუჯიკავეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

ტეგები