89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2019 13:24
89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

მარნეულში, სოფელ ყიზილაღჯლოს 49-ე და 89-ე საარჩევნო უბნებზე მცირე ინციდენტი მოხდა. 1tv-ს ცნობით, 89-ე უბანზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

აღნიშნული საარჩევნო უბნის მდივნის განცხადებით,  „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი უბანზე რეგისტრაციის გავლის გარეშე შევიდა, კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა და კომისიის წევრებს უბნის დახურვით ემუქრებოდა. რამდენიმე შენიშვნის, შემდეგ აღნიშნული ქალბატონი უბნიდან გააძევეს.

ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. როგორც მან აღნიშნა, უბნიდან გაძევებული ქალბატონი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი არ არის. პარტიამ ინფორმაცია მიიღო, რომ ქალბატონი უბანზე ვიდეოგაფაღებას ახორციელებდა, არასწორად გააძევეს და ადგილზე მხოლოდ ამიტომ მივიდა.

ანალოგიურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი 49-ე საარჩევნო უბანზეც. უბნის თავმჯდომარის განმარტებით, დამკვირვებელი ხმაურსა და ქაოსს იქვევდა, რის გამოც უბანი დაატოვებინეს.