"ნიკა გვარამიამ პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა"
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2019 13:38
"ნიკა გვარამიამ პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა"

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 95-ე უბნის დამკვირვებლის ქეთევან სორდიას მტკიცებით, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა.

,,პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა. რა უნდოდა ვერ გავიგე. მედავებოდა პარკში სიები გაქვსო, არადა ფეხსაცმელები მქონდა“, - აცხადებს სორდია. 

ქალი ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ნიკა გვარამიამ სორდიას ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

ზუგდიდის 82-ე უბანზე დილიდან ხმაური იყო. კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა.