მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ - ირაკლი ჩიქოვანი
ამობეჭდვა · 19 / 05 / 2019 19:06
მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ - ირაკლი ჩიქოვანი

მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ. გეგა შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა კიდევ 2 საათი და ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ ასეთი აქტიურობა.

სწორედ ეს არ დაუტოვებს შანსს ჩვენს ოპონენტებს მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას არ დაუშვებენ ზუგდიდელები. არეულობა და დესტბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება.

დარწმუნებულები ვართ, ნამდვილი დამკვირვებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ შეაფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გამაოგნებელ, პროვოკაციულ, დესტრუქციულ განცხადებებს და ქმედებებს. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ცალსახად გაემიჯნნონ არეულობის მოწყობის მცდელობას და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული შინაარსის მატარებელ ყოველგვარ გეგმას.

ნუ დაუპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს. ყველა დავიცვათ საარჩევნო პროცესს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას წყნარ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. დღეს, ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის. გეგა შენგელია მიდის გამარჯვებისკენ.

უბნებზე გადაადგილებისას, ალბათ დაინახავთ, რომ კონკრეტული ადამიანები გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან ამოფარებულნი. ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სამწუხარო ფაქტია ასევე ისიც, რომ მათ არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა კარგად. დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ხმების სწრაფ დათვლას", - განაცხადა ჩიქოვანმა.