მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2019 10:31
მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატ ვლადიმერ კახაძესა და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422). ​

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:

გერმანე საბო – 4.76%;
ლევან იოსელიანი – 6.55%;
კობა დავითაშვილი – 2.91%;
სოფიო ხორგუანი – 2.64%;
გრიგოლ გეგელია – 3.14%.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები დააგროვეს.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ნიტა სიხარულიძე (დემოკრატიული მოძრაობა” ), გიორგი ანდრიაძე („თავისუფალი საქართველო”), შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები”), გიორგი ლილუაშვილი („საქართველო”), გიორგი შალიკაშვილი („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”), თებეა თენგიანი („ახალი ქრისტიან‐დემოკრატები”), მამუკა ტუსკაძე („მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”), ვალისა ღვინჯილია („პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო”), მიხეილ სალუაშვილი („სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”), ირმა რაზმაძე („თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა”), ჯემალ ნადარეიშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”), გერმანე საბო („გირჩი”), ნოდარ ინანეიშვილი („ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია”), ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო”), ლევან იოსელიანი (საინიციატივო ჯგუფი), კობა დავითაშვილი (საინიციატივო ჯგუფი), სოფიო ხორგუანი (საინიციატივო ჯგუფი), გრიგოლ გეგელია (საინიციატივო ჯგუფი), იოსებ კობერიძე (საინიციატივო ჯგუფი) და თამარ ალფაიძე (საინიციატივო ჯგუფი) იბრძოდნენ.

ტეგები