ფულის სათვლელი მანქანები კომპანიებისთვის
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2019 10:45
ფულის სათვლელი მანქანები კომპანიებისთვის

ფულის სათვლელი მანქანა არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ოფისებსა და სხვა კომერციულ დაწესებულებებში ფართოდ გამოიყენება. შესაბამისად მასზე მოთხოვნაც დიდია. ამ აპარატის დახმარებით შეძლებთ სწრაფად და უშეცდომოდ დათვალოთ მიღებული თუ გაცემული თანხა.

დღეს ყველა კომპანიისათვის ფულის სათვლელი მანქანა მნიშვნელოვანი მოწყობილობაა. პოპულარულობასთან ერთად ჩნდება კითხვა თუ რა ღირს ეს აპარატი და რაზეა დამოკიდებული მისი ფასი. ღირებულება იწყება 590 ლარიდან და მზარდია 690 ლარამდე. ამ თანხაში შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფულის დასათვლელი მანქანის შეძენა. აქ მნიშველოვანი საკითხია მეორადია თუ ახალი, აქვს თუ არა დეტექტორი, რა სისწრაფით ითვლის კუპიურას, როგორი ტიპის მონიტორი გააჩნია, ასევე ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარესაც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფულის სათვლელი მანქანა უნდა შეიძინოთ სანდო კომპანიაში.
გთავაზობთ ერთ-ერთი მოდელის ტექნიკურ და ვიზუალურ მახასიათებლებს:

ფულის დასათვლელი მანქანა NX-680 - გააჩნია ხმოვანი სიგნალი ყალბი ფულის აღმოჩენის დროს, ავტომატური თვლის დაწყების ფუნქცია, მრავალეროვანი ვალუტა, ყალბი ფულის ავტომატური ამოცნობა UV/IR/MG/MT-ის მეშვეობით, ავტოგანულება, შენიშვნების გამოვლენა, მაგნიტური: დეტექცია, წინასწარ მითითებული რაოდენობის გადათვლა, თვლის სიჩქარე-1000 ბანკნოტზე მეტი წუთში, ნუმერაციით დათვლა და LCD ეკრანის ფერის ცვლილება ყალბი ბანკნოტის აღმოჩენისას. იგი გამოიყენება ბანკებში, ლომბარდებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. აქვს დახვეწილი და ინოვაციური დიზაინი.

შეძენამდე ყურადღება გაამახვილეთ რა ზომის მონიტორი აქვს და შესაძლებელია თუ არა დამატებით მომხმარებლის ეკრანის მიერთება, დაცულია თუ არა გადახურებისგან, წუთში რამდენ კუპიურას ითვლის, თუ გააჩნია თვითკონტროლის რეჟიმი მუშაობის დაწყებამდე.

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან გამომდინარე ეს მოწყობილობა მეტად მოქნილი და გამოსადეგია. გამოიყენეთ თანამედროვე აპარატები და გაიმარტივეთ მუშაობის პროცესი.
ხარისხიანი ფულის სათვლელი მანქანის შეძენა შესაძლებელია კომპანია GSN-ის დახმარებით. შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ფილიალებს, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.