დღეს ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2019 11:18
დღეს ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება

კიევში დღეს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება.

უმაღლესი რადას დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში 10:00 საათზე დაიწყება.

ინაუგურაციას 5 ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრებიან. კიევში ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტებს ელოდებიან.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარეკ შევჩივიჩი და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე.

გარდა ამისა, ინაუგურაციაზე ელოდებიან ევროკავშირის, ასევე დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების - კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობების და პარლამენტის და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს.