უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ამობეჭდვა · 20 / 05 / 2019 22:07
უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიღო. პრემიერის თანამდებობას ის 22 მაისს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

დღევანდელ ბრიფინგზე გროისმანმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მოქმედ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. "ვფიქრობ, ყველას გესმით, რომ მთავრობა უფლებამოსილებას იჩერებს ახლად არჩეული რადას წინაშე და არა ახლად არჩეული პრეზიდენტის. თუმცა, მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობა დავტოვო" - განაცხადა გროისმანმა.

მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს შესთავაზა, პარლამენტთან ერთად შეადგინონ ახალი დღის წესრიგი და ძალიან სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის გასაძლიერებლად. თუმცა, გროისმანის თქმით, ვლადიმერ ზელენსკიმ სხვა გზა აირჩია და თავისი განცხადებით, საკუთარ თავზე იტვირთა ყველა საფრთხეზე პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალში არსებობს.

ვლადიმერ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აპრილიდან იკავებს.