დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 10:12
დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

დღეიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის გავლა 09:00 საათიდან არის შესაძლებელი.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი.

სულ საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთათვის 73 500 ადგილია. 

ტეგები