ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტების შეხვედრა შედგება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 10:22
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტების შეხვედრა შედგება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" დაყრდნობით აცხადებს.

კონსორციუმის განმარტებით, შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8 პუნქტიანი მოთხოვნის განიხილვა მოხდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტი EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას $400 მილიონი დოლარით.

ტეგები