პასპორტის უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 10:41
პასპორტის უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით, საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ამის შესახებ "პირველი" წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ გამოცხადებული აქციით, საზღვარგარეთ საკონსულოებში მოქალაქეთა მიღების საათები გაიზარდა.

გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანაში მივლინებულია სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დახმარებას უწევენ საკონსულო სამსახურებს, მოქალაქეთა საკონსულო მომსახურებაში.

აქციის მიმდინარეობისას, რომელიც 1-ელ მაისს დაიწყო, საზღვარგარეთ საკონსულოებში მოქალაქეთა მიმართვებმა იმატა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი კონცენტრაციაა.

საკონსულოები ყოველდღიურად დაახლოებით 60-დან 80 მოქალაქეს ემსახურებიან, რაც "მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივ რეჟიმში გაწეული საკონსულო მომსახურების რაოდენობას".

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, "გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი, ვერ ახერხებს მიმართოს საკონსულოს აქციის პერიოდში, მას, ასევე შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით, შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით",-ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები