ქუთაისში პრემიერმა მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 11:42
ქუთაისში პრემიერმა მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ე.წ მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა.

მზის ენერგიის მოდულების წარმოების კომპანიის, “აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.

საწარმო ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით, 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განათლება და ეკონომიკა ერთად ავითარებს ქვეყანას. რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



 

ტეგები