NDI: გამოკითხულთა 21%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“, ხოლო 15%-თან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 12:14
NDI: გამოკითხულთა 21%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“, ხოლო 15%-თან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37 პროცენტის  შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - პასუხები შემდეგია: არც ერთი პარტია – 37%, „ქართული ოცნება“ – 21%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ ვიცი – 6%, უარი პასუხზე – 6%, „ევროპული საქართველო“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, სხვა – 8%.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
 

ტეგები