ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-9 ბრძოლა მოიგო
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 13:06
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-9 ბრძოლა მოიგო

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაცუ ბაშოზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი კომოსუბი მიტაკეუმს დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ მეტოქე მარტივად დაამარცხა და მე-9 გამარჯვება მიითვალა. 

მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ნაცუ ბაშოზე სულ 15 ბრძოლა იმართება, შესაბამისად, დარჩენილი 5 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგებაც საკმარისია.

 

ტეგები