"ვწუხვარ, რომ ხუთმა ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან" - თამთა გოდუაძე
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 13:41
"ვწუხვარ, რომ ხუთმა ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან" -  თამთა გოდუაძე

მომღერალი თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემო კარგებო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ , რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა,ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან,და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე , რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან,კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ).მე ამასაც კარგად მოვახერხებ. თქვენ არ ინერვიულოთ!
გიყვარდეთ ერთმანეთი!",  - წერს თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თამთა გოდუაძე „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით გამოდიდა და მე-16 ადგილი დაიკავა. მას ქართულმა ჟიურიმ 6 ქულა დაუწერა, ხოლო ჩეხეთს - 12.

ტეგები