მამუკა ბახტაძე: 31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 15:16
მამუკა ბახტაძე: 31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას

31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში, ინტერპელაციის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა ეს არის სახელისუფლებო გუნდის არჩევანი და შესაბამისად, მთავრობა ამ პრინციპების ერთგულია.

„საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა ეს არის ჩვენი გუნდის არჩევანი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა გახლდათ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვცენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ჩემი კაბინეტის ყველა მინისტრი, მათ შორის მეც ვართ ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე და 31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ტეგები