პრემიერი: საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ არის ოკუპაცია და სიღარიბე
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 15:48
პრემიერი: საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ არის ოკუპაცია და სიღარიბე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში ჩვენ გვაქვს ორი გადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, სადაც სახელისუფლებო გუნდისადმი ნდობამ 60 პროცენტი შეადგინა.

„მე არ მქონდა საშუალება, რომ გავცნობოდი ამ კვლევას, მაგრამ მემინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომელიც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, რომ თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში ჩვენ გვაქვს ორი გადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, როცა ერთი გამოწვევაც დაძლეული იქნებადა მეორეც. რაც შეეხება ზოგადად, ნდობის საკითხს, იმ ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციალური კვლევები. ყველაზე კარგი, გამჭვირვალე დაობიექტური კრიტერიუმი არისარჩევნები, რომლიც რამდენიმე დღისწინ იყო რამდენიმე რეგიონში და ყველამ კარგად დავინახეთ შედეგი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე დგას და ეს პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება.

„მე მსურს,საზოგადოებას ნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამავე დროს, ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია ამ პრობლების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. არჩევნები გვქონდა ორი დღის წინ. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი ნდობამ შეადგინა 60 პროცენტი. ასეთ მათემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ. ორი დღის წინ საქართველოში იყო არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ჩვენ ამავე დროს გააზრებული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. გააზრებული გვაქვს ის გზები, როგორ უნდა იქნას დაძლეული ეს პრობლემები.საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა, გამოუცხადა ნდობა ჩვენს კანდიდატებს და ამ პრობლემებს ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები