უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 15:58
უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის

უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის. შესაბამის პროტოკოლს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, სტეპან კუბიევმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოაწერეს. ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით "პირველი არხი" ავრცელებს.

ცვლილებები საშუალებას მისცემს უკრაინას და საქართველოს, ორმხრივი ვაჭრობისას საქონლის წარმომავლობის იდენტური წესები გამოიყენონ, ისარგებლონ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონული კონვენციით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმომავლობის წესებით, კერძოდ, დიაგონალური კუმულაციის ეფექტით.

როგორც ცნობილია, უკრაინამ აღნიშნული კონვენციის გამოყენება 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენცია გახლავთ ევროკავშირის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელსაც ბრიუსელი სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის იყენებს.

ტეგები