უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 19:21
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

პრეზიდენტი არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფას მინისტრთა კაბინეტს აკისრებს. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.

შგახსენებთ, რომ ახალმა პრეზიდენტმა უმაღლესი რადა 20 მაისს დაითხოვა. 

 

ტეგები