გერმანიაში სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი მშობლებს ტაქსიში დარჩათ
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 19:48
გერმანიაში სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი მშობლებს ტაქსიში დარჩათ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ. ამის შესახებ "იმედინიუსი" The Mirror-ზე დაყრდნობით წერს.

მეუღლეები სამშობიაროდან სახლში ჩვილთან და უფროს შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ. როდესაც ტაქსი მათ სახლთან მივიდა, მათ მგზავრობის საფასური გადაიხადეს და მანქანიდან გადმოვიდნენ. რამდენიმე წუთში მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი მანქანაში დარჩათ. მამამ მანქანის გაჩერება სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.

მძღოლმა მანქანის უკანა სავარძელზე მძინარე ჩვილი ვერ შეამჩნია და შეკვეთების მიღება განაგრძო. პოლიციის განცხადებით, მამაკაცმა მანქანა გააჩერა და საჭმელად წავიდა, ჩვილი კი მანქანაში მოგვიანებით მგზავრებმა აღმოაჩინეს.

მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, ჩვილი კი ჯერ საავადმყოფოში შემოწმებაზე წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებს დაუბრუნეს.

ტეგები