51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 21:40
51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

51-ე სკოლის სასადილოში დაწყებული შელაპარაკებაზე, რომელიც სასწავლებლის გარეთ ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა, დღეს ახალი დეტალები გაირკვა.

"იმედინიუსის" ცნობით, ერთმა მე-11 კლასელმა, მეორეს მხარი გაჰკრა, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მე-12 კლასელების მიერ გადაღებულ კლიპს მომხდართან კავშირი არ აქვს.

სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე მოზარდები დღეს გამოკითხეს.

ტეგები