ირაკლი კობახიძე: იდეალური ხელისუფლება არ არის არცერთი, არ არსებობს იდეალური პარტია თავისი იდეალური პოლიტიკით და ასეთი არ არის, ბუნებრივია, არც „ქართული ოცნება“
ამობეჭდვა · 21 / 05 / 2019 23:58
ირაკლი კობახიძე: იდეალური ხელისუფლება არ არის არცერთი, არ არსებობს იდეალური პარტია თავისი იდეალური პოლიტიკით და ასეთი არ არის, ბუნებრივია, არც „ქართული ოცნება“

იდეალური ხელისუფლება არ არის არცერთი, არ არსებობს იდეალური პარტია თავისი იდეალური პოლიტიკით და ასეთი არ არის, ბუნებრივია, არც „ქართული ოცნება", - ამის შესახებ საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იდეალური ხელისუფლება არ არის არცერთი, არ არსებობს იდეალური პარტია თავისი იდეალური პოლიტიკით და ასეთი არ არის, ბუნებრივია, არც „ქართული ოცნება“. აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების ინტერესი, რომ მოითხოვოს მეტი მმართველი პარტიისგან, ხელისუფლებისგან. ზოგადად, აბსოლუტურად გასაგებია ინტერესი, რომ უნდოდეს უკეთესი, ვიდრე არის დღეს - ვითარება იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია. ეს არის აბსოლუტურად გასაგები. ის, რომ ამომრჩეველი გახდა მომთხოვნი, ესეც არის იმ დემოკრატიული გარდატეხის ერთერთი მიღწევა, რომელიც დადგა 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ეს არის დემოკრატია. საზოგადოება შეიძლება იყოს რაღაცით კმაყოფილი, რაღაცით უკმაყოფილო, მაგრამ ყოველთვის უნდოდა უნდოდეს მეტი და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მიდგომა. აქედან გამომდინარე, ასეთი გზავნილები, თუნდაც, არის აბსოლუტურად მისაღები და ვერავის ვერ გააკრიტიკებ ასეთი გზავნილებისთვის. ჩვენც გვაქვს უამრავი ხარვეზი კონკრეტულ დარგებში, კონკრეტული მიმართულებებით,. ჩვენ როდესაც დღეს გვაქვს საუბარი, თქვენ გახსოვთ, რომ პარტიის თავმჯდომარე როდესაც დაბრუნდა თავის პოზიციაზე, მან დააანონსა, რომ ის ჩაუღრმავდებოდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას პარტიის განვითარების, სახელმწიფო პოლიტიკის. ჩვენ ხშირად გვაქვს მსჯელობა კონკრეტულ დარგებთან დაკავშირებით და ხშირად ვართ ხოლმე თვითკრიტიკული. არაერთ დარგში შესაძლებელია პოლიტიკის დახვეწა, პოლიტიკის გაუმჯობესება და ჩვენ თუ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკის მიმართ, მით უფრო გასაგებია ის, რომ ამომრჩეველს უნდა უკეთესი პოლიტიკა, უნდა მეტი და ეს მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ ამ მოთხოვნის შესაბამისად, მით უმეტეს, იმ გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, რომელიც მივიღეთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

ტეგები