შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული - ცხრა წლის დაჩი საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას ითხოვს
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 11:58
შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული - ცხრა წლის დაჩი საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას ითხოვს

ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს

დაჩი გულიამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედა ნათია ანასტასიადი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს:

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.