გიორგი გახარია საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 12:53
გიორგი გახარია საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ხელმძღვანელს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და წლების განმავლობაში ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები მიმოიხილეს.
 
გიორგი გახარიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ქვეყანაში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.