სამგორის რაიონის გამგებელი თანამდებობას ტოვებს
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 13:44
სამგორის რაიონის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაადასტურა.

მისი თქმით, გულედანი ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელია და გულდასაწყვეტია, რომ ბიზნესში მიდის.

„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ტოვებს პოსტს, მან მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში, ამისგან ვერავის შევზღუდავ. ჩვენ გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა კალაძემ.