მოკლული 7 თვის ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 14:24
მოკლული 7 თვის ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს

სავარაუდოდ დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილს დღეს დაკრძალავენ. მოკლული ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს.

ბრალდებული გოგო გორის იზოლატორშია გადაყვანილი და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, 17 წლის დედა ბრალს აღიარებს, თუმცა უჭირს განმარტოს, რატომ მოკლა საკუთარი შვილი.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.