აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს
ამობეჭდვა · 22 / 05 / 2019 15:27
აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ესესიაში მონაწილეობს.
 
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, აკაკი ზოიძემ საქართველოში საჯარო და კერძო პარტნიორობის გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა "ც" ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას, როგორც პარტნიორობის საუკეთესო და დადებითგამოცდილებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც გონივრული რეგულაციების გარეშე „ჯანდაცვის ბაზარზე" კერძო სექტორის დომინირების შედეგად წარმოიქმნება.
 
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის სესიის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს პარლამენტართა გლობალური ქსელის დაფუძნებაში, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით უნივერსალური ჯანმრთელობისდაცვის მიზნის მიღწევის ხელშეწყობაა.